საქართველოს სხვადასხვა ნიადაგობრივ-კლიმატურ ზონაში გავრცელებული ბაქტერიებისა და საფუვრების (მათ შორის ექსტრემოფილური ფორმების) კოლექციების შექმნა და გამოყენება
საქართველოს ტრადიციული მევენახეობის რეგიონებიდან ვაზის სხვადასხვა ვეგეტატიური ორგანოდან და ღვინომასალებიდან მადუღარი საფუვრების გამოყოფა და კოლექციის შექმნა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეული შინაური ქათმებიდან პრობიოტიკული თვისებების მქონე რძემჟავა ბაქტერიების გამოყოფა და მათი ქათმების საკვების დანამატად გამოყენების პერსპექტივების დადგენა
ბაქტერიებისა და საფუვრების მიერ გარემოს დამაბინძურებელი ტოქსიკანტების (ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნიტროარომატული ნაერთები, ქლორორგანული პესტიციდები) გარდაქმნის უნარის შესწავლა და ამ კვლევების საფუძველზე გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების შემუშავება
ხილის ნაყოფებიდან, ავტოქთონური პრობიოტიკული თვისებების მქონე რძემჟავა ბაქტერიების გამოყოფა, კოლექციის შექმნა და მათი გამოყენება ფერმენტირებული წვენების წარმოებაში